11 X 11
სპორტული პორტალი

მწვრთნელები ნამადოდინევს

0

მილანური დერბის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს.

ანტონიო კონტე: საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგეს ვჯობდით. ყველაფერი დასანანმა ორმა შეცდომამ განაპირობა. მეორე ტაიმში სრული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ, რაც დერბიში ორმაგად უსიამოვნოა. აი, რომ არ წაგვეგო, ყველა იმას იტყოდა, რომ “ინტერმა” მაგრად ითამაშა, ახლა კი…

სტეფანო პიოლი: კარგი მატჩი გამოვიდა. ჩემი გუნდის თამაშით ძირითადად კმაყოფილი ვარ. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ დიდს არაფერს წყვეტს. წინ მთელი სეზონია და სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მას დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, უდიდესი პროფესიონალია და ბედნიერებაა, რომ ჩვენს გუნდშია. ჩემპიონობას რაც შეეხება, მიყვარს პოზიტიურად ფიქრი, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდე. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო