11 X 11
სპორტული პორტალი

როტორს არ უმართლებს – დავითაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა და პენალტი გააცუდა

0

რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ “როტორს” მართლაც არ უმართლებს – გუნდის დაკომპლექტება ზედ სეზონის დაწყების წინ დაიწყო, ფეხბურთელთა კორონავირუსის გამო ორ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო და ტექნიკური წაგებები ჩაუთვლეს, დღეს კი ვოლგოგრადში “ტამბოვთან” მოსაგები თამაში 0:2 წააგო.

არადა, მასპინძლები მეტოქეს სჯობდნენ, პირველ ტაიმში ზურიკო დავითაშვილმა ბურთი ჯერ ძელს გაარტყა, ხოლო შემდეგ მის მიერ დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია. მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ზურიკო 76-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა, საბა კვირკველია და ნიკოლაი ყიფიანი კი სათადარიგოები იყვნენ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო