11 X 11
სპორტული პორტალი

რუსული მედია: კვარაცხელიას სერიოზული ტრავმა არ მიუღია

0 38

БИЗНЕС Online-ს ცნობით, “კრასნოდართან” მატჩში “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

გამოცემის მტკიცებით, ის საქართველოს ნაკრებიდან გუნდს წინა დღით კრასნოდარში კოჭ-წვივის მცირე ტრავმით შეუერთდა, შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გადაწყვიტა ბოლოსკენ შეეშვა შეცვლაზე, მაგრამ როდესაც თამაში არ წაუვიდა, თავად ითხოვა შეცვლა.

ყაზანურ გუნდს 24 ოქტომბერს პეტერბურგში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს “ზენიტთან”, ამიტომ სლუცკიმ არ გარისკა და ხვიჩა შეცვალა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო