11 X 11
სპორტული პორტალი

ვის გყავთ ბებერი ფეხბურთელი ბაბუა?

0 31

თუ ვინმეს გყავთ 100 წელს მიღწეული ბაბუა, რომელსაც ოდესმე გარკვეულ დონეზე ფეხბურთი უთამაშია,  ჯერჯერობით ფეხზე დგას და თავისით მოძრაობს, საქართველოს რომელიმე ქვედა ლიგის გუნდის განაცხადში შევიყვანოთ, ერთი მატჩისას რამდენიმე წუთით მოედანზე შევუშვათ, პენალტი დავარტყმევინოთ და თუ ვერ გაიტანს, მაგაზე არ ვიდარდოთ, რადგან ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელის მსოფლიო რეკორდი მაინც ჩვენი გახდება.

მიმდინარე წლამდე ეს “რეკორდი”, რომელიც გინესების წიგნშია შეტანილი, ისრაელელ ისააკ ჰაიიკს ეკუთვნოდა, რომელმაც 73 წლის ასაკში ითამაშა, ხოლო ა.წ. 7 მარტს ეგვიპტელმა ეზელდინ ბაჰადერმა თავისი ქვეყნის მესამე დივიზიონის გუნდის “ღირსება დაიცვა” და პენალტიც კი გაიტანა. ორიოდე დღის წინ ბაბუა ეზელდინმა, რომელიც 3 ნოემბერს 75 წლის ხდება, ისევ ითამაშა, მაგრამ ამჯერად პენალტი ვეღარ გაიტანა, მაგრამ საკუთარი რეკორდი კი გააუმჯობესა და მისი მიზანიც ეს გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო