ალისონი ვარჯიშს შეუდგა
„ლივერპულის“ ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა 5 ოქტომბერს მხარი დაიშავა და ექიმების პროგნოზით ექვსი კვირა დასჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ ახლა მოვიდა ცნობა, რომ ის დარბაზში ვარჯიშს შეუდგა და სავარაუდოდ, ერთ კვირაში თამაშსაც განაახლებს.