კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 40%-ით გაიზარდა
რუსულმა გამოცემა championat-მა პრემიერლიგის ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა ფასმა Transfermarkt-ის მონაცემებით ყველაზე მეტად მოიმატა. 3-3 მილიონი ევროთი გაძვირდნენ და სიას სათავეში ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) და ვენდელი (ზენიტი) უდგანან.
აი, რას წერს ჩვენებურზე გამოცემა:
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია 3 მლნ ევრო (4.5 – 7.5 მლნ ევრო)
“ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშეა. “რუბინის” მარცხენა გარემარბის ანგარიშზე 11 მატჩში უკვე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ხოლო 14 ოქტომბერს 19 წლის ნახევარმცველმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. თუ კვარაცხელია ასევე გააგრძელებს, ევროპული კლუბების ყურადღებას მიიპყრობს”.