11 X 11
სპორტული პორტალი

ნიომს კუმანისთვის შეუგინებია

0

კატალონიური რადიოსათვის ცნობილი გახდა თუ რა უთხრა „ხეტაფეს“ მცველმა ალან ნიომმა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს იმ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც მან ლიონელ მესის სახეში იდაყვი უთავაზა. ამ საქციელისათვის შეხვედრის მსაჯმა სესარ სეტო გრასომ ნიომი არათუ გააძევა, გაფრთხილებაც კი არ მისცა. ნამატჩევს კუმანმა თქვა, რომ ნიომი უპატივცემულოდ მოექცა და ამ თემაზე მეტი არაფრის თქმა არ უნდა.

„ტუჩებზე წამკითხველებმა“ დაადგინეს, რომ ნიომმა vete a tomar por culo მიაძახა კუმანს, რაც დაახლოებით სამ ასოზე გაგზავნაა, უფრო ზუსტად კი შე..ცი ტრ..ში. იმ შემთხვევაში თუ „ბარსელონა“ სადისციპლინო კომიტეტში უჩივლებს ალან ნიომს, ის სასჯელს ვერ გადაურჩება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო