11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტარო მარტინესი: უნდა ვიამაყოთ, რომ მესი არგენტინელია

0

მილანის “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა “ბარსელონას” თანამემამულე კაპიტან ლეო მესიზე “კლარინთან” ისაუბრა:

“უფრო მესი თანანაკრებელს ვიცნობ, ვიდრე მეტოქეს საფეხბურთო მოედანზე. ეს ადრეც მითქვამს, ვიმეორებ და მომავალშიც გავიმეორებ: ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მესი რომ არგენტინელია, ამით უნდა ვიამაყოთ და მისგან მუდამ სწავლას ვცდილობთ. ვთვლი, რომ სულ სხვა დონეზეა. სულ სხვანაირად ესმის ფეხბურთი და ყოველთვის დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ არის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო