11 X 11
სპორტული პორტალი

9 უიღბლო ფეხბურთელი – მესი და რონალდო რომ არა, ისინი “ოქროს ბურთს” მოიგებდნენ

Bayern Munich's French midfielder Franck Ribery, 2013 FIFA Ballon d'Or nominee, attends a press conference ahead of the FIFA Ballon d'Or award ceremony at the Kongresshaus in Zurich on January 13, 2014. AFP PHOTO / FABRICE COFFRINI (Photo credit should read FABRICE COFFRINI/AFP/Getty Images)
0
ოქროს ბურთი ფეხბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ბოლო 12 წლის განმავლობაში 11-ჯერ ეს პრიზი მესიმ და რონალდომ მოიგეს, 2018 წელს კი მათი უწყვეტი სერია ლუკა მოდრიჩმა შეწყვიტა. 2008 წელი – ფერნანდო ტორესი კრიშტიანომ პირველი ოქროს ბურთი 2008 წელს მოიგო. კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე ლეო მესი გავიდა, “ლივერპულის” ფორვარდი ფერნანდო ტორესი კი მესამე იყო. არა და იმ წელს ტორესმა პრემიერ ლიგაში 33 გოლი გაიტანა და ევრო 2008-ის ფინალში ერთადერთი გოლიც შეაგდო. 2009, 2011 – ხავი ერნანდესი 2-წლიან ინტერვალში მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ხავი ხვდებოდა. 2009-ში ოქროს ბურთი მესის ერგო, 2011-ში კი რონალდოს, ხავი ორივეჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 2010, 2012 – ანდრეს ინიესტა ხავის მსგავსად, 2-წლიან ინტერვალში ოქროს ბურთის მოგება ანდრეს ინიესტას შეეძლო. 2010 წელს მესიზე 5%-ით ნაკლები ხმა მიიღო და მეორეზე გავიდა, 2012 წელში კი მესამე ადგილს დასჯერდა. 2013 – ფრანკ რიბერი 2013 წელს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით გერმანია ელოდა, რომ ოქროს ბურთს ფრანკ რიბერი მიიღებდა და არა კრიშტიანუ რონალდუ. იმ წელს ფრანგს საოცარი სეზონი ჰქონდა – 11 გოლი და 23 საგოლე გადაცემა ბუნდელისგაში, მოგებული ჩემპიონთა ლიგა, თუმცა… 2014 – მანუელ ნოიერი მომდევნო წელს ოქროს ბურთზე “ბაიერნის” კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოთქვამდა პრეტენზიას. მანუმ იდიალური სეზონი ჩაატარა, 25 მატჩში კარი მშრალად შეინახა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ოქროს ხელთათმანიც მიიღო, გერმანია ჩემპიონი გახდა. თუმცა ლევ იაშინის მიღწევა ვერ გაიმეორა და პირველობა კრიშტიანუს ერგო. 2015 – ნეიმარი 1 წლის შემდეგ ბერლინში ჩემპიონთა ლიგა “ბარსელონას” ლეგენდარულმა შემადგენლობამ მოიგო. მესი, ნეიმარი, სუარესი – საუკეთესო ტრიოდ ითვლებოდნენ. ბრაზილიელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა – 39 გოლი, 10 ასისტი. თუმცა, იმავე გუნდში მესი გახლდათ და ოქროს ბურთიც მას დარჩა. როგორც ამბობენ, “ბლაუგრანადან” წასვლა და მესის ჩრდილიდან გამოსვლა ნეიმარმა სწორედ ამ სეზონის შემდეგ გადაწყვიტა. 2016 – ანტუან გრიზმანი მომდევნო წელს კენჭისყრაში დამაჯერებლად კრიშტიანუმ გაიმარჯვა, რისი მიზეზიც ევრო 2016-ზე გამარჯვება იყო. საფეხბურთო საზოგადოებამ დაივიწყა ანტუან გრიზმანი, რომელიც ამ პრიზის მოსაგებად ლამის კანიდან ამოძვრა. საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, “ატლეტიკომ” ევროპა ლიგა მოიგო, გრიზმანმა კი 40 გოლი გაიტანა… 2017 – ნეიმარი 2 წლის შემდეგ ბრაზილიელი საუკეთესო სამეულში ისევ მოხვდა, ამჯერად პსჟ-ს ფეხბურთელი იყო. სამეულში კი შევიდა, თუმცა იმ წელს ოქროს ბურთი რონალდუს ერგო. 2018 – რაფაელ ვარანი 2018 წლის ოქროს ბურთის დაჯილოების შესახებ ცალკე უნდა ვთქვათ. ლუკა მოდრიჩმა კი მოიგო, მაგრამ რაფაელ ვარანი რატომღაც დაივიწყეს, კენჭისყრაში ფრანგმა მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავა. არა და იმ წელს “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასი, თან კარგი სეზონი ჩაატარა. თუ ასეთი მიღწევით ოქროს ბურთს ვერ იგებ, ამ ამპლუის ფეხბურთელმა სხვა დროს ეს როგორღა უნდა მოახერხოს? 2019 – ვირჯილ ვან დეიკი ეს ჯერ-ჯერობით ოქროს ბურთის ბოლო დაჯილდოება იყო, რომელიც ლეო მესისთვის მეექვსე ტრიუმფით დასრულდა. ვარანის არ იყოს, მცველს არც ამჯერად ერგო ეს კილდო, არა და ნიდერლანდელი გაუვალი გახლდათ, ლივერპულმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ვირჯილი მესის 7 ხმით ჩამორჩა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო