11 X 11
სპორტული პორტალი

ნევილი ევროპული პრემიერლიგის წინააღმდეგ

0

ახლო წარსულში “მანჩესტერისა” და ინგლისის ნაკრების მცველი, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტი გარი ნევილი უადგილოს უწოდებს “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” იდეას შეიქმნას ევროპის 18 უძლიერესი კლუბისგან ლიგა და ეს ტურნირი ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად გაიმართოს. ნევილის თქმით, ახლა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, როდესაც ღარიბ კლუბებს გაკოტრებისა და გაქრობის საფრთხე რეალურად დაუდგათ, ბობოლებისაგან 6 მილიარდევროიანი ტურნირისათვის უზარმაზარი კრედიტების აღება დანაშაულის ტოლფასია.

“მე არავისზე ნაკლებად არ მინდა ვნახო თუ როგორ ეთამაშება “მანჩესტერი” პსჟ-ს ან “ბარსელონას”, მაგრამ ამავე დროს მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ვთქვათ, “ოსეტ თაუნს” გაკოტრების საფრთხე არ ემუქრება და ფეხბურთისაგან შემოსული თანხებით საფეხბურთო სკოლებს მოედნებზე მშვენიერი გაზონი ეგოთ და კომფორტული გასახდელები და საშხაპეები ჰქონდეთ”, – ასე იუბნა მისტერ გარიმ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო