პორტუს პეპე არ ეთმობა
37 წლის ცენტრალური მცველი პეპე ისევ წარმატებულად ასპარეზობს „პორტუში“, სადაც ის მადრიდის „რეალში“ 10-წლიანი ყოფნის შემდეგ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პეპეს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უთავდება, „პორტუს“ შეფებს გადაწყვეტილი აქვთ კონტრაქტი გაუგრძელონ თუნდაც ერთი წლით და ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის დაყოლიება არ გაუჭირდებათ.