11 X 11
სპორტული პორტალი

სუპერლიგის იდეა არ ასვენებთ

0

თვე არ გავა, რომ რომელიმე მდიდარმა კლუბმა რაიმე ახალი იდეა არ წამოაყენოს ევროპის წამყვანი კლუბების მიერ ახალი ტურნირის დაწესების თაობაზე. ახლა ცნობილი გახდა, რომ “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” ბოსობამ შეიმუშავეს ერთობლივი პროექტი ე.წ. ევროპის სუპერლიგის შესაქმნელად, რომელშიც 18 გუნდი გაერთიანდება, ტურნირი მისვლა-მოსვლით, ხოლო დასკვნითი ეტაპი პლეი-ოფით ჩატარდება. ამასთან, ეს სუპერლიგა ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად გაიმართება.

უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება არა მხოლოდ კლუბებთან, არამედ სპონსორებთანაც, რადგან ამ ტურნირის ბიუჯეტად 6 მილიარდი ევროა განსაზღვრული და თუ ყველაფერი მალე მოგვარდა, ტურნირი 2022 წელს აირებს სტარტს.

ეს ყველაფერი უკვე ბანალური და ცნობილია, მაგრამ საყურადღებო მხოლოდ ისაა, თითქოს ამ ფორმატის შექმნაში ფიფა მონაწილეობდა და ტურნირიც მისი ეგიდით გაიმართება. არადა, ფიფა აქამდე ამ იდეის სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ და დავუშვათ ახლა ორგანიზატორია, მაშინ ხომ უეფასთან, რომლის პატრონაჟით ჩემპიონთა ლიგა იმართება, ხომ საშინელ კონფლიქტში შევა?

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო