11 X 11
სპორტული პორტალი

ეს ფერდინანდის მანჩესტერია – რიო აღფრთოვანებას ვერ მალავს

0

რა გასაკვირია, მანჩესტერის ლეგენდა, რიო ფერდინანდი პარიზში წითელი ეშმაკების გამარჯვებამ თუ გაახარა, მაგრამ მას თამაშის ხარისხი უფრო მოეწონა და მომავლის იმედი გაუჩინა

“ეს ფანტასტიკა იყო!,” – ციტირებს რიოს სიტყვებს მანჩესტერის საღამოს გამოცემა – “სეზონის დასაწყისში გუნდში ბევრი ნეგატივი დაგროვდა. პსჟ-თან შეხვედრამდე ვთქვით, რომ ამ მატჩს ყველაფრის გამოსწორება შეეძლო. ეს უმაღლესი დონის შესრულება იყო, შედეგი კიდევ უკეთესი. ფეხბურთელებს თავდაჯერებულება შეემატათ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, გუნდმა სტიმული მიიღო. ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელებს კიდევ მომატების პოტენციალი აქვთ. 

ვსაუბრობდით, რომ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა და მეტოქის დაფასება მართებთ. ისეთი გუნდი, როგორიც პსჟ-ა, მომენტებს ყოველთვის შექმნის, მაგრამ დღეს მათ არაფერი გამოსდიოდათ, რადგან იუნაიტედის ფეხბურთელები საჯარიმოში ყველაფრისთვის მზად იყვნენ” 

ისიც სათქმელია, რომ, სულშერის ხელში, მანჩესტერს უმაღლესი კლასის გუნდებთან თამაში გამოსდის, რადგან მეორე ნომრად თავს კომფორტულად გრძნობენ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო