11 X 11
სპორტული პორტალი

ავსტრიულ-რუსული საბრძოლო ფრე ზალცბურგში [VIDEO]

0

ზალცბურგი-ლოკომოტივი 2:2

გოლები: ედერი, 19 (0:1); სობოსლაი, (1:1); იუნუზოვჩი, 50 (2:1); ლისაკოვიჩი, 75 (2:2).

მსაჯი: ს.გოზობუიუკი (ნიდ.)

როგორც იტყვიან, გუნდებმა კარგა ხანს ზვერეს ერთურთი და შემდეგ თამაშმა მთლიანად მოედნის ცენტრში გადაინაცვლა და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ავსტრიელთა უყურადღებობა დაცვაში, რასაც გოლი მოჰყვა. დაწინაურებულმა მოსკოველებმა ეგრევე უკან დაიხიეს და მასპინძლებს მოედნის ცენტრი ჩააბარეს. ისე, საკმაოდ ყოჩაღად კი იგერიებდნენ ზალცბურგელთა არცთუ მახვილგონივრულ იერიშებს, მაგრამ შესვენებამდე მაინც ვერ მიატანეს და საპასუხო გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს.

ნაანტრაქტევს მასპინძლებს გაუმართლათ და ხუთ წუთში დაწინაურდნენ, გოლი რიკოშეტით გაიტანეს და ახლა „ლოკოს“ მოუხდა ანგარიშის გათანაბრებაზე ზრუნვა. დიდი ძალები კი გადაისროლეს წინ, მაგრამ ორი ისეთი კონტშეტევა გაეპარათ, ავსტრიელებს  რომ ემარჯვათ სამ ქულას იქვე გაინაღდებდნენ. ჰოდა, პირიქით მოხდა. ერთ ეპიზოდში საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ავსტრიელთა მცველები ვერ ახტნენ და შეცვლაზე შესულმა ლისაკოვიჩმა ანგარიში ისევ საყაიმო გახადა და შემდეგ არც არაფერი შეცვლილა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო