11 X 11
სპორტული პორტალი

ფიგუ ევროპული პრემიერლიგის წინააღმდეგ

0

გამოჩენილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ სასტიკად გააკრიტიკა ევროპული ელიტური ლიგის შექმნის ინიციატორები, უწოდა რა მათ ხარბები და გაუმაძღრები. ფიგუს აზრით, ასეთი პრემიერლიგის შექმნა მოკლავს ფეხბურთს იმ გაგებით, როგორც დღეს გვესმის და გვაქვს, მდიდარი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ხოლო ნაკლებად შეძლებული კლუბები და რაც მთავარია ლიგები, გაკოტრდებიან. ეს კი მთლიანად ფეხბურთის განვითარებას შეაფერხებს, ამ დიდებულ თამაშს მხოლოდ ბიზნესად აქცევს და არა სპორტად. ამიტომ ფიგუ ყველას მოუწოდებს დაირაზმონ ამ იდეის განხორციელების წინააღმდეგ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო