11 X 11
სპორტული პორტალი

ხოჭოლავამ სრულად ითამაშა – შახტარმა “რეალს” გასვლაზე მოუგო [VIDEO]

0

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მეორე დღის ნაადრევმა ორმა მატჩმა გულშემატკივრები გულგრილნი ნამდვილად არ დატოვა. ეს განსაკუთრებით მადრიდულზე ითქმის. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, „რეალი“ შესვენებაზე „შახტარმა“ სამი უპასუხო გოლით გაისტუმრა, მაგრამ მეორეში აბნეულმა სამეფო გუნდმა თითქოს შემოაბრუნა თამაში, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. არ იქნება არ აღვნიშნოთ, რომ უკრაინულ გუნდში ჩვენი დათო ხოჭოლავა გამორჩეული გახლდათ.

ზალცბურგში თამაში ასეთი დრამატული არ ყოფილა, მაგრამ ორი ბრძოლისუნარიანი გუნდის ჯახი სამართლიანი ფრით დასრულდა.

რეალი-შახტარი 2:3

გოლები: ტეტე, 29 (0:1); ვარანი, 33-საკ. კარში (0:2); სოლომონი, 42 (0:3); მოდრიჩი, 54 (1:3); ვინისიუსი, 59 (2:3).

მსაჯი: ს.იოვანოვიჩი (სერ.)

უკრაინული გუნდის პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრომ მატჩის წინ ლამის იტირა, კორონამ ათი ფეხბურთელი გამომაკლო და არ ვიცი რა გვეშველება, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთო. თავის მხრივ ზინედინ ზიდანსაც მნიშვნელოვნად შეეცვალა სასტარტო შემადგენლობა, ექსპერიმენტულს ვერ დავარქმევდით, მაგრამ არც არაფერი აკლდა.

თამაში საკმაოდ არეულად დაიწყო და კარგა ხანს ასეც გაგრძელდა. გამოჩნდა, რომ „ამღვრეულ წყალში“ თავს უკეთ სტუმრები გრძნობდნენ, რომელებმაც რამდენიმე სწრაფი იერიში მიიტანეს მეტოქის კარზე. ეს საგანგაშო სიგნალად არ ინიშნეს მადრიდელებმა და დაისაჯნენ კიდეც, ოთხ წუთში ორი გოლი იხილეს საკუთარ კარში. შესვენებამდე კარგი კომბინაციის შემდეგ სოლომონმა სულაც მესამე გაუტანა კურტუას.

შესვენების შემდეგ მოედანზე ბენზემა გამოჩნდა. „რეალი“ მაგრად შეფუცხუნებული ჩანდა და შეუტია და შეუტია. „შახტარს“ თავადაც არ სჯეროდა, რომ ამ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა და მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა. მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ანგარიშში სხვაობა უკვე ერთ ბურთამდე დავიდა და თითქოს სამეფო გუნდს ვეღარაფერი გააჩერებდა, მაგრამ ახლა “რეალი” რეალურად ძლიერი გუნდი ნამდვილად არ არის.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო