11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

კლემანმა ზენიტს კულტურულად მიასხა

0
03.06.21. 663×81 ბანერი
“ბრიუგეს” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კლემანმა სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგაზე “ზენიტთან” მოგების (2:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ სულაც არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი პიტერელებისაზე ძლიერია. უბრალოდ, მათ კარგად ააწყვეს თამაში, დროულად გააკეთეს შეცვლები, ცოტა გაუმართლათ და მოიგეს.კლემანმა ხაზი გაუსვა, რომ მათი ბიუჯეტით 40 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელებს “ზენიტივით”, “ლაციოსავით” და “დორტმუნდივით” ვერ იყიდიან და ამიტომ აქცენტი ახალგაზრდებზე აქვთ გადატანილი, მაგრამ მთლად არც მათ არ ეყრდნობიან, რადგან თუ გამოცდილი ფეხბურთელები არ ეყოლებათ, “ზენიტის” დონის გუნდებს ნამდვილად ვერ მოუგებენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო