11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონთა ლიგა. დღე პირველი – უსენსაციო [VIDEO]

0
ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი 6 მატჩი, შეიძლება ითქვას უსენსაციოდ დასრულდა. რა თქმა უნდა, პსჟ-ს საშინაო წაგება „მანჩესტერთან“ მოულოდნელობად ნამდვილად არ ჩაითვლება. ცოტა გასაკვირი იყო „დორტმუნდის“უშანსო მარცხი რომში, „ლაციოსთან“, დანარჩენი კი ნორმის ფარგლებში გახლდათ. ბარსელონა-ფერენცვაროში 5:1 გოლები: მესი, 27-პენ. (1:0) ფატი, 42 (2:0); კოუტინიო, 52 (3:0); ხარატინი, 70-პენ.(3:1); პედრი, 82 (4:1) დემბელე, 89 (5:1). გაძევება: პიკე, 68 (ბ). მსაჯი: ს.შარერი (შვეიც.) „ბრსელონას“ მთელი მატჩი დიდი უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში პენალტის ფასად   მესის დრიბლინგის ჩაშლას მოჰყვა, რომელიც თავად „ელ მონგოლიკომ“ გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი დე იონგის ჭკვიანურ პასს ანსუ ფატი შეყვა და ანგარიში გააორა. მეორე ნახევრის დასაწყისში კოუტინიომ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა და ბლაუგრანა მეტოქის გასანადგურებლად გაემზადა, მაგრამ პიკეს პოზიციურ შეცდომას პენალტი, მისი გაძევება და ანგარიშში სხვაობის შემცირება კი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ შეცვლაზე შესული დემბელეს პასით, ასევ შეცვლაზე შესულმა პედრიმ  მეოთხე გოლი მიართვა მადიარებს, რასაც მალე დემბელემ თავისი მიაყოლა. ჩელსი-სევილია 0:0 მსაჯი: დ.მასა (იტ.) მატჩის დასაწყისიდან, ვიდრე მსაჯის სასტვენი მეტოქეებს დასასვენებლად გაჰყრიდა, „სევილია“ აშკარად დომინირებდა მასპინძლებზე, მაგრამ აი, ნაღდი საგოლე მომენტი კი ნამდვილად არ ჰქონია. მეორე ტაიმში სისწრაფეებმა იმატა, თამაშიც უფრო კარგი სანახავი გახდა, მაგრამ ყველაფერი უგოლოდ დასრულდა.     ლაციო-დორტმუნდი 3:1 გოლები: იმობილე 6 (1:0); ჰიცი, 23- საკ. კარში(2:0); ჰოლანდი, 71 (2:1); აკპა აკპრო, 76 (3:1). მსაჯი: ს. ტურპინი (საფ.) არავინ მოელოდა თუ მასპინძლები ასე იოლად შეძლებდნენ პირველივე ტაიმში დაწინაურებას, მაგრამ ჯერ იმობილე გაისარჯა მეტოქის საჯარიმო მოედანში ჭკვიანურად და ანგარიში გახსნა, შემდეგ უკვე ლუიშ ფელიპემ კუთხურიდან ჩაწოდებულს წაჰკრა თავი საგოლედ, მაგრამ ბოლოს მეკარე მარვინ ჰიცს ჩაუთვალეს ავტოგოლად. მეორე ტაიმში „ყვითლებმა“ ცოტა გაიბრძოლეს, მაგრამ ამ დღეს ლაციალე უკეტთსი გახლდათ. პსჟ-მანჩესტერი 1:2 გოლები: ბ. ფერნანდეში, 23-პენ.(0:1); მარსიალი, 55-საკ. კარში (1:1); რაშფორდი, 87 (1:2). მსაჯი: ა.ლაოსი (ესპ.) დღის მატჩად მიჩნეულმა ამ დუელის პირველმა ტაიმმა აშკარად ვერ გაამართლა მოლოდინი. ერთი ეგ იყო, რომ მსაჯმა აღებული პენალტი არ ჩაუთვალა (ალბათ სამართლიანადაც) კეილორ ნავასს და ბრუნო ფერნანდეშმაც განმეორებითი დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარი კი სანახაობრივი გამოდგა, განსაკუთრებით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ. ორივე გუნდს საკმაოზე მეტი საგოლე მომენტები ჰქონდათ და სასწორის პინა ბოლოს მაინც სტუმართა მხარეს გადაიხარა. ლაიფციგი-ისტამბული 2:0 გოლები: ანხელინო, 16; 20; მსაჯი: ხ. მანსანო (ესპ.) ფავორიტმა მასპინძლებმა თავიდანვე შეიქმნეს სოლიდური ფორა და ეს ორივეჯერ შეტევებში ჩართულმა მცველმა ანხელინომ ისე გააკეთა, რომ მისი მოქმედება ბევრ გამოცდილ თავდამსხმელსაც კი შეშურდებოდა. შემდეგ კი გერმანელებმა მატჩი მშვიდად და გაუჭირვებლად მოგებამდე მიიყვანეს. რენი-კრასნოდარი 1:1 გოლები: გურისაი, 56-პენ. (0:1); რამირესი, 59 (1:1). მსაჯი: ტ. სიდროპულოსი (საბ.) თანაბარ პირველ ტაიმში თუ მაინც ვინმეს უნდა ეხეირა, ეს ფრანგული გუნდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ორი ნაღდი საგოლე მომენტი ქარს გაატანეს. მეორე ნახევარში პენალტით კი დაწინაურდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში კრასნოდარელთა ეკვადორელი მცველი კრისტიან რამირესი საიდანღაც გამოხტა და მოხერხებული დარტყმით გოლი გაუტანა ფრანგებს. ამის შემდეგ საინტერესო და აღსანიშნავი არც არაფერი მომხდარა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო