11 X 11
სპორტული პორტალი

ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე ბაიონის მორაგბეა

0

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, ტოპ 14-ის ‘ბაიონთან’ სამთვიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის ‘ტულონისა’ და ‘მონპელიეს’ ყოფილმა მორაგბემ, აქილევსზე გაკეთებული ურთულესი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ გუნდს „სამედიცინო ჯოკრის“ სტატუსით შეუერთდება.

„ბედნიერი ვარ, რომ ‘ბაიონს’ შევუერთდი. გასული წელი ჩემთვის რთული გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე და მოხარული ვარ, რომ ტოპ 14-ში ახალი კლუბი მოვნახე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილებით ‘ბაიონს’ სარგებელი მოვუტანო. ეს არის ლამაზი რეგიონი და ლამაზი კლუბი, დიდებული ისტორიით და ვნებიანი გულშემატკივრით. ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად

ველი“ – განაცხადა მიქაუტაძემ, რომლის ანგარიშზე 64 კეპი და ორი სანაკრებო ლელოა.

 

კოტეს დამატებით კმაყოფილია ‘ბაიონის’ მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ:

„მიქაუტაძე დიდი გამოცდილების მქონე მორაგბეა, რომელმაც ‘ტულონთან’ ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა, შემდეგ კი ‘მონპელიეში’ გადავიდა. ის არის ძლიერი მეორეხაზელი, ძლიერი მიმწოლი, რომელიც ჩვენს შერკინებას ძალას, სიმტკიცეს და გამოცდილებას შემატებს. ამჟამად გუნდში ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ასეთი ტიპის მოთამაშეები განსაკუთრებით გვჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ კოტე კარგი მაგალითი იქნება ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის”.

 

rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო