სუპერმარკეტიდან კამპ ნოუზე და ტაქსით სახლში – გოლის ავტორი პედრი…
პედრის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრები მას უკვე კარგად იცნობენ, კუმანს ცვლილებებზე ხშირად შემოჰყავს. სულ რაღაც 17 წლის არის და სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა. ბარსელონა ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც, ერთ შეხვედრაში, თავი ორმა არასრულსწოვანმა გამოიჩინა – პედრიმ და ანსუ ფატიმ.
ასეთი პატარა რომ არის, ფერენცვაროშთან გასამართ მატჩამდე და მატჩის შემდეგაც შეეტყო, სტადიონზე სუპერმარკეტის პარკით მივიდა, სახლში კი ტაქსით წავიდა…