11 X 11
სპორტული პორტალი

ხელფასის დაკლებას დათანხმდნენ და კონტრაქტები გაუგრძელეს

0
“ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ოთხ ფეხბურთელს: ტერ შტეგენს, ლანგლეს, პიკეს და დე იონგს შრომითი ხელშეკრულებები გაუგრძელეს. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ოთხივე ხელფასის დაკლებას დათანხმდა. მრიგად, პიკეს 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივეს, ოღონდ შეთანხმება ძალაში მაშინ შევა თუ პიკე მომავალ სეზონში მატჩების გარკვეულ რაოდენობას ითამაშებს. მისი გამოსასყიდი ფასი კი 500 მილიონ ევროდ განისაზღვრა. მეკარე ტერ შტეგენი გუნდში 2025 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი ოფცია ასევე ნახევარი მილიარდი ევროა. ლანგლეს და დე იონგს 2026 წლამდე დაუდეს კონტრაქტები. პირველის გამოსასყიდი ფასი 300, მეორესი კი 400 მილიონი ევროა.  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო