11 X 11
სპორტული პორტალი

ზიდანის შემცვლელები – პოჩეტინო თუ რაული?

0

მადრიდის “რეალის” ორიოდე წაფორხილებისთანავე ესპანურმა პრესამ უკვე დაიწყო იმის ძიება თუ ვის დანიშნავენ ჯერ არმოხსნილი მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ნაცვლად. კანდიდატთა შორის ორი სახელი მოიხსენიება ხშირად. პირველი მაურისიო პოჩეტინოა, რომელი “ტოტენჰემიდან” გაშვების შემდეგ უმუშევარია და მეორე სამეფო კლუბის ლეგენდა რაული გახლავთ, ვინც ახლა “რეალის” სარეზერვო “კასტილიას” თავკაცობს.

მედია იმასაც ამტკიცებს, რომ კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესი რაულის კანდიდატურისკენ იხრება, რადგან პოჩეტინიო აუცილებლად ხანგრძლივვადიან კონტრაქტს მოითხოვს, რათა მშვიდად მუშაობის საშუალება ჰქონდეს. ამასთან, “რეალს” წესად აქვს, რომ პოსტიდან გადაყენებულ მწვრთნელს მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩენილ და კონტრაქტის ბოლო სეზონის ხელფასს უხდის.

ბევრი იმას ფიქრობს, რომ ზიდანის გაშვება შეცდომა იქნება და შემდეგ ისე არ მოხდეს, რომ მალე ზიზუს ისევ დაბრუნებაზე ეხვეწონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო