მოულოდნელად: გნაბრიმ კორონავირუსი 2 დღეში დაამარცხა…
რეკოდმაისტერის ფეხბურთელებს არავის და არაფრის დამარცხება უჭირთ. აგერ, ატლეტიკოს განადგურების შემდეგ (4:0), ჩემპიონთა ლიგაში რეკორდი დააფიქსირეს – მიყოლებით 11 შეხვედრა მოიგეს, სერჟ გნაბრიმ კორონავირუსი დაამარცხა. ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც სხვა ქრონიკული დაავადება არ სჭირს, ამ ვირუსის ძლევა რთული არ არის, მაგრამ 2 დღეში ეს ზლატანსაც არ გამოუვიდა.
25 წლის გერმანელს, 24-ში, აინტრახტის წინააღმდეგ, მოედანზე უნდა დაველოდოთ…