11 X 11
სპორტული პორტალი

სიმეონე: ფეხბურთელებს ვთხოვე 8 გოლი არ გაეშვათ, გამოგვივიდა…

0

11X11-ის მკითხველმა ჩვენი რუბრიკის შესახებ “აუდიო დღიური” ყველაფერი იცის. ოთხშაბათს გამართული ლიგის შემდეგ, ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს დავუკავშირდით და ემოციების გაზიარება ვთხოვეთ

ჩოლოს იცი რატომ მეძახიან? უხეში, გლეხი კაცი ვარ და ყველაფერს პირდაპირ ვამბობ. სანამ ფეხბურთელები მოედანზე გავიდოდნენ ბარსელონასთან თამაში ვაჩვენე და ვთხოვე 8 გოლი არ გაეშვათ – გამოგვივიდა. სამი, კარგ შემთხვევაში 2 ბურთითაც შეიძლებოდა წაგვეგო, გნაბრი და სანე არ ჰყავდათ, მაგრამ შედეგი მიუღებელი არ არის. რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არაა. 

ისევ ლა ლიგას მივაწვებით. ეს ბარსელონა და რეალი კადისი-ხეტაფესთან აგებენ. მღვრიე წყალი, თევზი, “ჩებაკი… პაულანერი მიუნხენიდან უკვე მოგვართვეს…

პისტოლერო [ლუის სუარესი] მეცოდება, მევედრება ბაიერნში გამიშვიო. ფსიქოლოგებმა მითხრეს კოპენჰაგენის თუ ბრიუსელის კომპლექსიაო.

ობლაკზე გაბრაზებული კი უნდა ვიყო, კარში რაც მოარტყეს გაუშვა, მაგრამ ვერ ვეჩხუბები, მაგ დარტყმულებს ნოიერიც ვერ აიღებდა,” ჩოლო მაინცდამაინც გულდაწყვეტილი არ ჩანს…

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო