11 X 11
სპორტული პორტალი

კაშტრო სხვანაირად ამღერდა

0
მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ დონეცკის „შახტარის“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ლუიშ კაშტრო, რომელიც ამ შეხვედრის წინ მოთქვამდა, არ ვიცი რა გვეშველება, კორონამ 10 ფეხბურთელი მომიცელაო, ახლა სხვანაირად ჭიკჭიკდა, „შახტარში“ შეუცვლელი არავინ არ არის, ჩვენი ძალა გუნდურობაშია, ასე იყო შარშან, როდესაც უკრაინის ჩემპიონობა 23-ქულიანი უპირატესობით მოვიპოვეთ და ევროპა ლიგის ნახევარფინალსაც ვუწიეთო. კაშტრომ ისიც დაამატა, რომ ეს ისტორიული გამარჯვება კი კარგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ ურთულესი მატჩები მოელით და საამისოდ მუდამ ფორმაში უნდა იყვნენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო