11 X 11
სპორტული პორტალი

მარჩელო ლიპი მწვრთნელობას შეეშვა

0

მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის და დიდმა მწვრთნელმა, იტალიელმა მარჩელო ლიპიმ გამოაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას წყვეტს და არასოდეს დაუბრუნდება. გაზაფხულამდე ნამდვილად დაისვენებს, შემდეგ კი რაიმე საქმიანობს დაიწყებს, რადგან მიუხედავად სოლიდური ასაკისა (72 წლისაა), პენსიონერის ცხოვრებას ნამდვილად ვერ შეეგუება.

მარჩელო ლიპის საფეხბურთო მიღწევები, როგორც მოთამაშისა, შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. თითქმის მთელი კარიერა “სამპდორიაში” გაატარა და ორი მატჩი აქვს ჩატარებული იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში.

რაც შეეხება მწვრთნელობას, მისი ხელმძღვანელობით ტურინის “იუვენტუსმა” ხუთჯერ მოიგო სკუდეტო და 1996 წელს ჩემპიონთა ლიგაც. სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი კი 2006 წელს იტალიის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ მოგება გახლდათ. ბოლო წლებში დონ მარჩელო ჩინეთში მუშაობდა. მისმა “გუანჯოუ ევერგრანდმა” სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა და აზიის ჩემპიონთა ლიგა. გარკვეული წარმატებები ჰქონდა ჩინეთის ნაკრებშიც, რომელიც მისი ბოლო სამუშაო ადგილი გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო