11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ბანდიტები

0
03.06.21. 663×81 ბანერი
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველს ტომას მიულერს, როგორც ხუმრობენ, ლოგორეა (პირის ფაღარათი) სჭირს, რადგან ენას ვერ აჩერებს და გამუდმებით ლაპარაკობს. დიდად ჭკვიანურს არასოდეს, მაგრამ მთლად ბრიყვულსაც არ იძახის.გუშინ კი, ჩემპიონთა ლიგის მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩის დროს მიულერი როხიბლანკოს ინგლისელ მცველს კირან ტრიპიერს ეუხეშა და ინგლისელმა მსაჯმა მარკ ოლივერმა მას ეგრევე ყვითელი ბარათი აუფრიალა, რასაც გერმანელის პროტესტი და შემდეგი ტირადა მოჰყვა: “ჰეი, ეს რა ხდება?! მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ბანდიტ გუნდთან ვთამაშობთ და ყვითელ ბარათს მე მაძლევენ”. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო