მანჩესტერ სიტის ფერნანდინიო გამოაკლდა
ჩემპიონთა ლიგის „პორტუსთან“ მატჩში „სიტის“ 35 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო შეცვლაზე შევიდა და ათ წუთში მოედნის დატოვება მოუხდა, რადგან ფეხი აიტკივა. ექიმების დასკვნით, მას ძველი ტრავმის რეციდივი განუვითარდა და 4-6 კვირა ვერ ითამაშებს, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ძალიან შეაწუხა, ამ დაძაბული მატჩების პერიოდში ფერნანდინიო ძალიან მჭირდებოდაო.