11 X 11
სპორტული პორტალი

ცსკა-მ ისევ წააგო – შენგელია 8 ქულით შეეწია

0
მოსკოვის ცსკა ევროლიგის მეხუთე ტურში ბელგრადში ოვერტაიმში 84:86 დამარცხდა “ცრვენა ზვეზდასთან”. თორნიკე შენგელიამ 21:02 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლოანობის კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. თორნიკემ ოვერტაიმში მეხუთე პერსონალური მიიღო და პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. მან 1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ცსკა-ს 29 ქულით დანიელ ჰეკეტი შეეწია, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 39 შეადგინა. ჯორდან ლოიდმა სერბულ გუნდს 31 ქულა შესძინა. არმიული გუნდი 2 მოგებით მეთორმეტე ადგილზეა და 29 ოქტომბერს “ვალენსიას” უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო