11 X 11
სპორტული პორტალი

ექს-პრეზიდენტის რჩევები რეალს

0
მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი დღეს გუნდში შექმნილ კრიზისს, რა თქმა უნდა, ახლანდელ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს აბრალებს და არცთუ უსაფუძვლოდ. მისი თქმით, კრიშტიანო რონალდოს გაუმართლებელი და არასწორი გაყიდვით თავდასხმაში პრობლემებია, ასევე გაძლიერება სჭირდება სხვა რგოლებსაც. ახალი ფეხბურთელების საყიდლად კი ფული ჭირს, რადგან კლუბს 1 მილიარდამდე ვალი აქვს (ამდენი არა, მაგრამ არც დიდად ნაკლები ვალი კალდერონის დროსაც ჰქონდა “რეალს”-რედ.). რამონ ბატონს მთავარ მწვრთნელად რაული იხილვაც არ მიაჩნია გამართლებულად, რადგან მას ძალიან დიდ პატივს სცემს და არ უნდა მისი სამწვრთნელო კარიერა დიდი ხიფათის ქვეშ დადგეს. ამასთან, ზინედინ ზიდანის გაშვება დიდი უსამართლობა იქნება, რადგან გუნდის ბოლოდროინდელ უხეირო ასპარეზობაში მისი წვლილი მინიმალურია.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო