11 X 11
სპორტული პორტალი

იოვიჩს ციხე ელის

0

მადრიდის “რეალის” სერბ თავდამსხმელს ლუკა იოვიჩს სამშობლოში ბრალი აქვს წაყენებული გასულ მარტში კარანტინის წესების დარღვევისთვის. ლუკა მაშინ მადრიდიდან ბელგრადში ჩავიდა, სავალდებულო კარანტინს თავი აარიდა და შემდეგ ქუჩაშიც რამდენიმეჯერ ნახეს.კანონის მიხედვით, მას ნახევარიდან სამ წლამდე პატიმრობა ან დიდი ფინანსური ჯარიმა ემუქრება. ვარაუდობენ, რომ საქმე დაპატიმრებამდე არ მივა, რადგან მან უკვე გადაიხადა ჯარიმა 30 ათასი ევრო, თანაც აცხადებს, რომ კარანტინის გამოცხადების შესახებ ის ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო