11 X 11
სპორტული პორტალი

ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ცსკა-ს არაფერი დაუთმო

0
ევროპა ლიგის პირველი ტურის მატჩში ავსტრიულმა “ვოლფსბერგერმა” მოსკოვის ცსკა მიიღო და მართალია, დებიუტშივე გოლი გაუშვა, საერთოდ არ დაბნეულა და თამაშის სადავეები მყარად ეპყრა ხელში. მრავალი საგოლე მომენტის შემდეგ, ტაიმის მიწურულს მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მეორე ნახევარიც ავსტრიელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა რუსებიც დროდადრო მწარედ იკბინებოდნენ. ასეთ ეპიზოდებში თანაგუნდელებთან ერთად კარგად ირჯებოდა ლუკა ლოჩოშვილი, რომლის კარგი თამაში თითქმის ყველა რუსულმა გამოცემამ აღნიშნა. ასე იყო თუ ისე, ფრე დაფიქსირდა, რომელმაც გული უფრო “ვოლფსბერგერს” დაწყვიტა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო