11 X 11
სპორტული პორტალი

პიკე : ახალ სტადიონს მესის სახელი უნდა ეწოდოს

0

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ ლიონელ მესისა და კლუბის ხელმძღვანელობის კონფლიქტზე ისაუბრა. იმ პერიოდში, როდესაც მესის წასვლა გადაუწყვიტავს, პიკეს ლეო არ უნახავს, მხოლოდ მესიჯი გაუგზავნია და ურჩევია ეს ერთი წელიწადი დარჩენილიყო, რადგან შემდეგ კლუბის სათავეში ახალი ხალხი მოვიდოდა.

პიკეს აზრით, ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია, ყველა ხელისგულზე უნდა ატარებდეს და შესაბამისად აფასებდეს. მისი თქმით, “ბარსელონას” ახალ სტადიონს სულაც მესის სახელი უნდა ეწოდოს. პიკეს ძალიან უკვირს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება “ბარსას” ლეგენდებთან და ამბობს, როგორ შეიძლება კლუბში გვარდიოლა, ხავი, პუიოლი და ვალდესი არ მუშაობდნენ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო