11 X 11
სპორტული პორტალი

რუბინმა კვარაცხელია 18 მილიონად არ გაყიდა, ვინაიდან ზაფხულში 25 მილიონი ეღირება – ამბობს აგენტი

0
“იუთუბის” არხზე ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან სტუმრობისას საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: “ზაფხულში “რუბინს” კვარაცხელიაში 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარი უთხრა. “მივიღებ 15-მილიონიან შეთავაზებას კარგი კლუბისგან, მაგრამ არა რუსულისგან. ჩვენ მას არ ვყიდით, ზამთრის პაუზამდე ვეცდებით, ეს საკითხი არც განვიხილოთ, რათა წინადადებამ არ გვაცდუნოს”, – თქვა მან. ხვიჩა მომავალ ზაფხულში 18 მილიონზე ნაკლები არ ეღირება. 30 მილიონი? დიახ, თუ ახლა საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე გავა, ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი ეღირება. ის მხოლოდ 20 წლისა იქნება. ხვიჩა უკვე თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერია”.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო