11 X 11
სპორტული პორტალი

შურლემ მაურინიო გალანძღა

0

გერმანელმა თავდამსხმელმა ანდრე შურლემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთ დროს “ჩელსიში” გადავიდა, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მაურინიოსთან ურთიერთობა ვერ ააწყო და კარიერის საუკეთესო წლები დაკარგა. “ძალიან უცნაური ადამიანია მაურინიო. ვერ გაიგებ რა დროს რა ამოძრავებს. თან ძალიან უხეშია, არავითარი თანაგრძნობა არ გააჩნია. ხშირად პროფესიონალურ საკითხებსაც კი არ გაგირჩევს, არც აგიხსნის თუ რატომ მიიღო შენს მიმართ ესა თუ ის გადაწყვეტილება.ყოფილა შემთხვევები, რომ სასტარტოში დავუყენებივარ, მოცემულ დავალებასაც ვასრულებ და შესვენებაზე რატომღაც გამოგცვლის და შემდეგ არც კი შეწუხდება იმით, რომ მიზეზი გითხრას. შემდეგ საერთოდ აღარ მიგაკარებს ძირითად შემადგენლობას და თუ რატომ ვერ ხვდები. კითხავ მიზეზს და პასუხის გაცემის ნაცვლად ღიზიანდება და ყვირილით სადღაც გარბის. ვერაფრით ვერ მიმვხვდარავ, რატომ ექცევა ადამიანებს ასე, ” – ახლაც უკვირს ანდრე შურლეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო