11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუს თავზე შავი ღრუბლებია – ორშაბათს უნდა გადადგეს ან უნდობლობის რეფერენდუმი დანიშნოს

0

კატალონიის მთავრობამ დაადგინა, რომ არავითარი იურიდიული და სანიტარული წინააღმდეგობა არ არსებობს საიმისოდ, რომ რეფერენდუმი „ბარსელონას“ პრეზიდენტის ნდობის ვოტუმის თაობაზე 1 ან 2 ნოემბერს გაიმართოს.

ამრიგად. „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს და კლუბის დირექტორატის წევრებს ორი გზა რჩებათ. ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამოაცხადოს თავისი და დირექტორატის წევრების გადადგომის შესახებ და თუ არა, მაშინ დანიშნოს უნდობლობის ვოტუმის შესახებ რეფერენდუმის თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ ბარტომეუ და მისი ხუნტის წევრები ამას არ იზამენ, მაშინ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჟორდი ფარე სასამართლოში უჩივლებს მათი გადაყენების კანონიერი პროცედურის დარღვევის გამო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო