11 X 11
სპორტული პორტალი

ლიანა ჯოჯუას დამარცხება ჩაუთვალეს

0

აბუ დაბიში, ე.წ. მოჩხუბართა კუნძულზე ლიანა ჯოჯუასა და ამერიკელი მირანდა მავერიკის შეხვედრა პირველი რაუნდის შემდეგ შეწყდა და ამერიკელს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიენიჭა. ჩხუბის მეხუთე წუთზე, ამერიკელმა ლიანას იდაყვის ძლიერი დარტყმით ცხვირი გაუტეხა და სისხლდენა დაეწყო. მიუხედავად ამისა, რაუნდი ბოლომდე მივიდა, მაგრამ შესვენებაზე მსაჯმა ჩათვალა, რომ ჯოჯუას ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო და მიუხედავად მისი დიდი უკმაყოფილებისა, ბრძოლა შეწყვიტა.

ამრიგად, ლიანა ჯოჯუას ჩატრებული სამი ბრძოლიდან ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.

 

 

 



 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო