11 X 11
სპორტული პორტალი

მესი სხვაგან გადასვლით რეპუტაციას გაიფუჭებს

0

ამ აზრზეა ან ასე სჭირდება მის საქმეს და ამიტომ ლაპარაკობს ლიონელ მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი. დონ ხავიერის აზრით, შეხედულება, თითქოს ლიგის წარმატებას ერთეული ფეხბურთელები განაპირობებენ, მცდარია, რადგან არც კრიშტიანო რონალდოსა და არც ნეიმარის წასვლით ლა ლიგას არაფერი დაკლებია და არც უმესობა დაეტყობა დიდად. აი, თავად მესის რეპუტაციას, რომელიც “ბარსელონაში” 20-წლიანი ასპარეზობით შეიქმნა, სერიოზულად დააზიანებს. არც რონალდოს “იუვენტუსში” მისვლით გაზრდილა დიდად სერია A-ს ავტორიტეტი და არც ნეიმარის პსჟ-ში გადასვლით ამაღლებულა საფრანგეთის ჩემპიონატის დონე და ასევე იქნება მესისა და ინგლისური პრემიერლიგის საქმეც. ტებასის შეხედულება მთლად უარგუმენტო ნამდვილად არ არის, მაგრამ არც მთლად ისეა, როგორაც თავად ხატავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო