11 X 11
სპორტული პორტალი

მწვრთნელები ნაკლასიკოევს

0

“ბარსელონასა და “რეალის” მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

ზინედინ ზიდანი: იდეალაური მატჩი ჩავატარეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ. ახლა ამ მოგებით უნდა დავტკბეთ და დავისვენოთ. ეს ძალიან გვჭირდებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და მომავალი მატჩებისათვის მომზადების მხრივ. სამშაბათს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს “ბორუსიასთან” შეხვედრას, რომელსაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც წინა დღეებში თავს დაგვატყდა, ყურად კი უნდა ვიღოთ, მაგრამ ის დიდწილად უსამართლო იყო. მადლობელი ვარ და ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებიც მუდამ თავდადებით იბრძვიან. ეს მატჩი გუნდური სულის გამარჯვება გახლდათ.

რონალდ კუმანი: კარგად ვთამაშობდით, ბევრი ხიფათი შევუქმენით მოწინააღმდეგის კარს. არც მეორე ტაიმში გამოვიყურებოდით უარესად, მაგრამ მსაჯის შეცდომის გამო წავაგეთ, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით. რომ არა მოგონილი პენალტი, ნამდვილად მოვიგებდით და ეს პირში ვუთხარი მსაჯს ხუან მუნურუას და ისიც ვერ გავიგე ესპანეთში ეს ვარ-ი როგორ მუშაობს. აგერ უკვე ხუთი მატჩი ვითამაშეთ და ვარ-ს ერთხელაც არ მიუღია “ბარსელონას” სასარგებლო გადაწყვეტილება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო