11 X 11
სპორტული პორტალი

რუსული მაფიის ბოსი იტალიის ნაკრების მეკარეს: შენს მეგობარს ჩემი ვალი აქვს და უნდა გადამიხადო

0
კალიარის მეკარე, ალესიო კრანიოს ცუდი დღე ჰქონდა, რუსული მაფიის ბოსმა მას უთხრა, რომ თანაგუნდელს მისი ვალი ჰქონდა და ამ პრობლემის გადაჭრაში ის უნდა დახმარებოდა. საბედნიეროდ, ეს იტალიური გადაცემის Le lene-ს ბოროტი ხუმრობა იყო. დავიწყოთ თავიდან. თავდაპირველად, რესტორანში კალიარის სამი ფეხბურთელი, ალესიო კრანიო, ჟოაო პედრო და ლეონარდო პავოლეტი შეიკრიბნენ. უცებ, კრანიოს გასაკვირად, მათ არაყი შეუკვეთეს. მეკარეს გაუკვირდა, თუმცა არაფერი თქვა. აი, რეაქცია, როცა დალია შემდეგ, სამივე ცალკე ოთახში გავიდა. კრანიომ არყის დამატებაზე უარი თქვა, თუმცა რაც დალია, იმან შედეგი უკვე მოიტანა უცბად, პედრო მობილურით ვიღაცას დაელაპარაკა და მეკარე გააოცა, თითქოს ბრაზილიაში 6 მილიონ ევროდ შეფასებული სახლი მიიღო. ეს რეაქცია პავოლეტიმ მას უთხრა, რომ შემოსავლის გაზრდა მარტივად შეეძლო, “სპეციალური გულშემატკივარი” კარგად გადაიხდის, თუ სწორ დროს საჭირო რაოდენობის ყვითელი ბარათები იქნება კრანიოს განწყობა შეეცვალა: “არავის განვსჯი, მაგრამ ამის გაკეთება არ მინდა. შენს ადგილას რომ ვიყო, ასეთ კაცს ვეტყოდი აღარ დამკავშირებოდა. ღამე კარგად გძინავს?” სიტუაცია ოფიციანტმა განმუხტა, რომელმაც თქვა, რომ მათი დანახარჯი ვიღაცამ გადაიხადა. შემდეგ, თანაგუნდელებმა კრანიო რომელიღაც სახლში წაიყვანეს, სადაც დიდი აღნაგობის მცველი დახვდათ, რომელმაც მობილურების ჩაბარება მოსთხოვა. მეკარე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და წასვლა დააპირა, მაგრამ დაცვამ არ გაუშვა. აი, ამ დროს, სპეციალური გულშემატკივარიც გამოჩნდა – რუსეთის მაფიის ბოსი ვლადიმირი “საღამო მშვიდობისა, მეგობრებო, ჩემს სახლში მოგესალმებით – დაიწყო რუსულად საუბარი – თქვენს მეგობარს პრობლემები აქვს და შეგიძლიათ დაეხმაროთ. მან ჩემთან დიდი ფული წააგო და თქვა რომ დაეხმარებოდითკრაინიო მაფიის ბოსს შეევედრა, რომ ის აქ შემთხვევით იყო და ამ საქმეში გარევა არ უნდოდა. შემდეგ, ჟოაო და ლეონარდო გვერდზე ოთახში გაიყვანეს, საიდანაც დარტყმისა და ყვირილის ხმა ისმოდა, იფიქრებდი, რომ ფეხბურთელებს სცემდნენ. ეს მეკარისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა, როდესაც მისი მდგომარეობა დაინახეს, გამოუტყდნენ რომ ეს გადაცემაა…    
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო