11 X 11
სპორტული პორტალი

სკოტური გაკვეთილი [VIDEO]

0

პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ შოტლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების იმედი ნაკლებად ვინმეს ჰქონდა, მაგრამ ასეთ უსუსურობას ნამდვილად არ ველოდით. მასპინძლებმა ბორჯღალოსნები ყველა სათამაშო კომპონენტში, დერეფანში, რაქში, მოლში და შერკინებაშიც კი დაჩაგრეს, აღარაფერს ვამბობთ სისწრაფეს და კომბინაციურ მრავალფეროვნებაზე. ანგარიშს ამ შემთხვევაში დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ, მთავარი ისაა, რომ სკოტთა მიერ ჩატარებული გაკვეთილებიდან რა დასკვნებს გამოვიტანთ და რის გამოსწორებასა და გაუმჯობესებას შევძლებთ 8 ერის დაწყებამდე. აი, გაუმჯობესების პოტენციალი რომ გვაქვს თვით ამ მატჩიდანაც შეინიშნებოდა.

ასე რომ, მთლად უიმედობას ნუ მივეცემით. უმაღლეს დონეზე ხომ გვინდოდა თამაში და საამისოდ მთელი ძალების მობილიზებაა საჭირო.

შოტლანდია-საქართველო  48:7

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო