11 X 11
სპორტული პორტალი

თვალგასახარი კლასიკო, მაგრამ…[VIDEO]

0
ბარსელონა-რეალი 1:3 გოლები: ვალვერდე, 5 (0:1); ანსუ ფატი, 8 (1:1); რამოსი, 63-პენ.(1:2); მოდრიჩი, 90 (1:3). მსაჯ: მარტინეს მუნურუა ამ მატჩს დიდი ინტერესით მოელოდა სრულიად საფეხბურთო სამყარო, რადგან რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ ეს გუნდები მათი მატჩი ყოველთვის მოვლენაა და ასე იყო ამჯერადაც. ინტრიგა ისიც გახლდათ, რომ ორივე გუნდი აშკარად ვერ არის მათთვის ჩვეულ არათუ ფორმაში, არამედ დონეზეც ვერ დგას, რაც ამ დუელმაც დაგვანახა. მწვრთნელთა ტაქტიკური დუელი არაფრით არ გამოირჩა, ორივემ ნაცადი სქემა აირჩია და როგორც ხდება ხოლმე 4-2-3-1-სა და 4-3-3-ის დაპირისპირებისას, ორივე გუნდს დაცვაში გადასვლისას თავისუფალი სივრცეები რჩებოდათ და ორივე სადებიუტო გოლი სწორედ ამ მიზეზით გავიდა. გოლების გაცვლის შემდეგ  თამაშმა ცოტა პოზიციური ხასიათი კი მიიღო, მაგრამ ხანდახან ხან ერთი, ხან მეორე გუნდი ახერხებდა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევას და  მეკარეებსაც უხდებოდათ თამაშში ჩართვა. ერთი სიტყვით თამაში არცთუ მაღალი ხარისხის, მაგრამ თვალგასახარი ნამდვილად იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბარსელონამ“ სისწრაფეებს უმატა, რისი წყალობით ბურთიც დიდხანს ეპყრათ და „რეალის“ ნახევარზე ტრიალებდნენ, მაგრამ ერთ ეპიზოდში „ბარსელონას“ საჯარიმოში სერხიო რამოსზე ლენგლე დაჯარიმდა, უფრო სწორად ვარ-ის ნახვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად თავად რამოსმა გარდასახა. ამის შემდეგ მასპინძლებს შეტევების გარდა სხვა აღარაფერი დარჩენიოდათ, ცდილობდნენ კიდეც, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. თავის მხრივ, ვერც „რეალმა“ ივარგა კონტრიერიშებისა, თუმცა ბოლოს ისევ მოდრიჩმა ივარგა, ბოლო წუთზე მესამე შეუგდო ნეტუს და მადრიდელებმა ბარსელონელებს მწარე მარცხი აგემეს. ასე იყო თუ ისე, ამ მოგებით „რეალში“ ზინედინ ზიდანის მოხსნის საკითხი თუ არ მოიხსნა, გადაიდო მაინც. რაც შეეხება „ბარსელონას“, მათთვის კლუბის პერეზიდენტის გადაყენების საკითხი ლამის უფრო განხილვადია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ ოთხშაბათის შეხვედრა.        
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო