11 X 11
სპორტული პორტალი

ვენლო-აიაქსი 0:13!!![video]

0
სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა ამსტერდამის “აიაქსმა” სტუმრად “ვენლო”. პირველ ტაიმში დედაქალაქელებს 4:0 მიჰყავდათ ანგარიში. მეორეს დასაწყისში მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს და ამის მერე სულ მთლად მოიშალნენ. ასეთი დიდი ანგარიში ერედივიზიის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც “აიაქსს” ეკუთვნოდა, 1972 წელს “ვიტესს” 12:1 სძლიეს. რაც შეეხება გოლებს. 5 ლასანა ტრაორემ გაიტანა, დუბლები კლას-იან ჰუნტელაარისა და იურგენ ეკელენკამპფის ანგარიშზეა, თითოჯერ კი დუშან ტადიჩმა, დეილი ბლინდმა, ანტონიმ და ლისანდრო მარტინესმა იხეირეს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო