11 X 11
სპორტული პორტალი

ბრძოლა, სისხლი, შურისძიება – ქართველების გუნდმა ფავორიტს გასვლაზე მოუგო [VIDEO]

0
ქართველების გუნდმა 16 წლის შემდეგ პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და კლუბის ისტორიაც შეიცვალა. რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში “როტორმა” მოსკოვში 2:1 დაამარცხა “ლოკომოტივი”. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ვოლგოგრადული გუნდის პირველი გამარჯვებაა. “როტორში” შეუცვლელად ითამაშეს საბა კვირკველიამ (ყოფილი გუნდის წინააღმდეგ), ზურიკო დავითაშვილმა და ბათუმის “დინამოდან” გადასულმა ჯოვინო ფლამარიონმა. ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა. ბექა მიქელთაძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. კარგად გაისარჯა დავითაშვილი, რომელსაც მეტოქესთან ბრძოლისას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მაინც გააგძელა თამაში. “როტორი” 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო