11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი: გვებრძვიან!

0

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ელ კლასიკოში წაგების შემდეგ განაცხადა, რომ VAR-ი მუდმივად კატალონიელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს.

“კარგად ვთამაშობდით, ბევრი ხიფათი შევუქმენით მოწინააღმდეგის კარს. არც მეორე ტაიმში გამოვიყურებოდით უარესად, მაგრამ მსაჯის შეცდომის გამო წავაგეთ, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით. რომ არა მოგონილი პენალტი, ნამდვილად მოვიგებდით და ეს პირში ვუთხარი მსაჯს ხუან მუნურუას და ისიც ვერ გავიგე ესპანეთში ეს ვარ-ი როგორ მუშაობს.

აგერ უკვე ხუთი მატჩი ვითამაშეთ და ვარ-ს ერთხელაც არ მიუღია “ბარსელონას” სასარგებლო გადაწყვეტილება. გახსოვთ პენალტი “სევილიასთან”?! ან წითელი ბარათები “ხეტაფესთან”?! ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდება,”- განაცხადა ნიდერლანდელმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო