11 X 11
სპორტული პორტალი

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – ხვიჩას პერსონით სევილია დაინტერესდა

0

საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დაინტერესდა. ამის შესახებ საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ “მატჩ პრემიერის” პროგრამა “ინსაიდერში” ისაუბრა:

“კვარაცხელია საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ რუსეთშიც. “რუბინში” ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. ეს კვარაცხელიას არ ეხება.

ხვიჩათი დაინტერესება “სევილიამ” გამოამჟღავნა. მე ჩემის მხრივ მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. თუმცა, მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში “რუბინი” მას სარფიანად გაყიდის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო