11 X 11
სპორტული პორტალი

ქვილითაიამ გაიტანა – ანორთოსისი წინ მიიწევს

0

კვიპროსის ჩემპიონატზე ქართველების “ანორთოსისმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა – ამჯერად “აპოელი” 2:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი – გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.

“ანორთოსისი” 16 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ “აპოლონს” 3 ქულით ჩამორჩება (მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 28 ოქტომბერს სტუმრად “ეთნიკოსს” შეხვდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო