11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუ არ გადადგა, ხუნტას რეფერენდუმის გადადებას ცდილობს

0

მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” სოსიოებმა ანუ კლუბის წევრებმა კლუბის პრეზიდენტისა და მმართველთა საბჭოს, იგივე ჟენერალიტეტის, იგივე ხუნტა დირეტივას უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებისა და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისათვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები მოაგროვეს, წესდების მიხედვით ხმის მიცემა 1 და 2 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

კლუბის ხელმძღვანელობამ პანდემიის მომიზეზებით კატალონიის მთავრობას ხმის მიცემის პროცედურის გადადება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღეს და მოელოდნენ, რომ დღეს, ხუნტის შეკრებაზე პრეზიდენტი და მისი წევრები გადადგებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან ისინი კვლავ ცდილობენ რაღაც იურიდიულ ნიუანსებს გამოეკიდონ და შეკრებაზე ისიც კი გაისმა, რომ პრეზიდენტის არჩევნები გრაფიკით მარტში უნდა გაიმართოს და თუ ასე მოხდება კლუბისათვის უკეთესია.

ერთი სიტყვით ხოსეპ მარია ბარტომეუ და მისი ამფსონები ხავსს ეჭიდებიან და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ან სოსიოები თავად ჩაატარებენ რეფერენდუმს ანაც კლუბის ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივლებენ, რაც აქამდე რამდენიმეჯერ ითქვა კიდეც.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო