11 X 11
სპორტული პორტალი

დავითაშვილს ცხვირი გაუტეხეს, საშინელი მსაჯობა იყო – ჩივის როტორის დირექტორი

0
Sport24-თან ვოლგოგრადის “როტორის” გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ მოსკოვის “ლოკომოტივთან” (2:1) სერგეი ივანოვის მსაჯობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი გუნდის ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის მიმართ უხეშობისთვის მეტოქის მცველები არ დასაჯეს.
“ჩვენს კარში დანიშნულ პენალტთან (ბურთი კვირკველიას ხელზე შეეხო – რედ.) და “ლოკოს” ფეხბურთელთა უხეშ მოქმედებებთან (რომლებიც დაუსჯელნი დატოვეს) დაკავშირებით კითხვები გვაქვს. საუბარია ეპიზოდებზე, როდესაც ზურიკოს “ლოკოს” მცველმა ჟივოგლიადოვმა ჯერ ცხვირი გაუტეხა, შემდეგ კი ის პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მურილიომ უხეშად შეაჩერა”.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო