11 X 11
სპორტული პორტალი

მოულოდნელი არაფერი მომხდარა [VIDEO]

0

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი დღის ორი ადრეული მატჩიდან თუ „ბაიერნი“ „ლოკომოტივთან“ გასვლაზე უპირობო ფავორიტი გახლდათ, ამას ვერავინ იტყოდა „შახტარისა“ და „ინტერის“ დუელზე, რაც ძირითადად დადასტურდა კიდეც.

შახტარი-ინტერი 0:0

მსაჯი: გ.კაბაკოვი (ბულ)

დონბასელთა თავკაცმა ლუიშ კაშტრომ მადრიდში „რეალთან“ გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა და მათ შორის ჩვენი დათო ხოჭოლავაც, რომელიც ხსენებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, სასტარტოში იყო. მილანელებმა თავიდანვე პრესინგით შებოჭეს მასპინძლები და მძაფრადაც უტევდნენ. აღსანიშნავია ლუკაკუს მიერ ხოჭოლავას გვერდის ავლა და რომ არა მეკარე ტრუბინი, ანგარიში მალევე გაიზრდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ უკრაინელებს დენტინიო დაემტვრათ და ტაისონით იქნა შეცვლილი. ნერიაძურის კი იერიში იერიშზე მიჰქონდა „შახტარის“ კარზე და შესვენებამდე როგორ ვერ გახსნეს ანგარიში საკვირველია. მეორეში ისევ “ინტერი” მძლავრობდა, თუმცა ისე ვეღარ და მატჩის უგოლო ფრით, ალბათ” “შახტარის” სასარგებლოდ დასრულდა.

ლოკომოტივი-ბაიერნი 1:2

გოლები: გორეცკა, 14(0:1); მირანჩუკი, 70 (1:1); კიმიხი, 79 (1:2).

მსაჯი: ი. კოვაჩი (რუმ).

მოსკოველებმ თამაში თამამად კი დაიწყეს, მაგრამ „ბაიერნმა“ გულმშვიდად აიღო ხელში თამაშის სადავეები და მშვენიერი კომბინაციით ანგარიში გახსნა. შემდეგ ბავარიელებმა ტემპი დააგდეს და მხოლოდ ხელსაყრელ სიტუაციაში გადადიოდნენ იერიშებზე. ამან საშუალება მისცა მასპინძლებს, თვითონაც ეძებნათ ნოიერის კარისკენ მიმავალი გზები, მაგრამ ვერ იპოვნეს. თუმცა, ტაიმის ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მათ თამაში თითქოს გაათანაბრეს კიდეც. თამაშის ხასიათი და მიმდინარეობა არც მეორე ტაიმში შეცვლილა, უკეთესი “ბაიერნი” კი იყო, მაგრამ ზედმეტმა დამშვიდებამ ის მოიტანა, რომ მორიგი კარგი შეტევა მირანჩუკმა გოლით დაასრულა და ცოტა ხანში მოსკოველებს სულაც წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ ვერ ივარგეს. სამაგიეროდ, ივარგა კიმიხმა და კვლავ დააწინაურა თავისიანები. ლოკომ” უკანასკნელი ძალები მოიკრიფა, მაგრამ მატჩის სახსნელად ეს საკმარისი არ გამოდგა.

 

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო